
ძდექ-ის ისტორია
15 May 2015
ოჯახური ძალადობის პრევენციის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მიზნით, 2003 წლის ოქტომბრის თვეში ჩამოყალიბდა ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი (ძდექ-ი, თავმჯდომარე ნატო შავლაყაძე, რეგიონალური კოორდინატორი ელისო ამირეჯიბი). მის დაფუძნებას წინ უსწრებდა 2001 წლიდან დაწყებული აქტიური ქმედებები ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ მოძრაობის გაძლიერებასა და განვითარებას საწყის ეტაპზევე მნიშვნელოვნად დაუჭირეს მხარი ფონდ „ღია საზოგადოება--საქართველოს“ ქალთა პროგრამამ და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE-ODIHR) გენდერულმა განყოფილებამ. ძდექ-ი აერთიანებს 11 კრიზისულ/სარეაბილიტაციო ცენტრს (თბილისი, ქუთაისი, გურჯაანი, ზუგდიდი, ოზურგეთი, მცხეთა, გორი, ამბროლაური, მესტია, ახალციხე, რუსთავი და ბათუმი) და საქართველოს ყველა რეგიონში რეგიონალურ და რაიონულ კომიტეტებს.
ქსელი ქვეყნის მასშტაბით 400-მდე წევრს ითვლის. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში არაძალადობრივი საზოგადოების შექმნა. უახლოეს მიზნებს კი - მოქალაქეთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე სათანადო რეაგირების მოხდენა და სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების საშუალებათა ჩართვა მსხვერპლთა სასარგებლოდ. დაარსების დღიდან ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელს უამრავმა დაზარალებულმა მოაკითხა, რომელთაგან ძირითადად ქალები და ბავშვები არიან. ისინი ორგანიზაციას აკითხავენ მას შემდეგ, რაც განიცადეს საკუთარი ოჯახის წევრების მხრიდან მათზე განხორციელებული უმძიმესი ფიზიკური, სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობა.
ძდექ-ის წევრები სხვა სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ კანონის `ოჯახური ძალადობის აღკვეთისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების~ შემუშავებაში. რომელიც პარლამენტმა 2006 წლის 25 მაისს მიიღო.
კანონის პოპულარიზაციის მიზნით ძდექ-მა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ჩაატარა ტრენინგები საპატრულო პოლიციისა და საუბნო სამსახურის ინსპექტორებისათვის. საბოლოო ჯამში ძდექის მიერ ჩატარებულ ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 627 სამართალდამცავმა.
ორგანიზაცია თანაავტორია ოჯახური ძალადობის აღკვეთისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის თვალსაზრისით გასატარებელი ღონისძიებათა სამოქმედო გეგმისა.
"ძდექ-ის" პროექტის ფარგლებში, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ჩატარდა `მრგვალი მაგიდების~ სერია, რომელშიც მონაწილეობდნენ იმ სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლები, რომელთა მიზანი იყო სამოქმედო გეგმის დახვეწა და სამინისტროების ვალდებულებათა განხილვა ამ სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად. საქართველოს მთავრობამ სამოქმედო გეგმის საბოლოო ვარიანტი უნდა დაემტკიცებინა კანონის მიღებიდან 4 თვის შემდეგ, მაგრამ ჯერ-ჯერობით სხვადსხვა მიზეზების გამო დამტკიცების ვადამ გადაიწია.
ამ ეტაპზე ქსელის მუშაობა მიმართულია იმ ქმედებებისკენ, რაც კანონის იმპლემენტაციას უწყობს ხელს.
ძდექ-ის მიერ განხორციელებული ღონისძიებები ასევე მიმართულია ქვეყანაში ოჯახური ძალადობის დაძლევის მიზნით არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების ინტეგრირებისათვის.
ძდექ-ის წევრი ორგანიზაციები საქართველოს მასშტაბით:
კახეთი
გურჯაანი - ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის კახეთის რეგიონული კომიტეტი / ქალთა ხმა
ლაგოდეხი - ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის ლაგოდეხის რაიონული კომიტეტი (ასოციაცია)
თელავი (სანიორე) - სოფლის ქალები ადამიანის უფლებებისთვის
გურია
ოზურგეთი - ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის რეგიონული კომიტეტი
ჩოხატაური - განათლების ცენტრი
დვაბზუ - ქალები რეგიონის განვითარებისთვის
მცხეთა-მთიანეთი
მცხეთა - ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი
წეროვანი - ქალთა მოძრაობა თანასწორობისთვის
შიდა ქართლი
გორი - ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის შიდა ქართლის კომიტეტი
კარალეთი - კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი
ქვემო ქართლი
მარნული - აზერბაიჯანელ ქალთა გაერთიანება საქართველოში
სამცხე-ჯავახეთი
ახალციხე - სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოება
იმერეთი
ქუთაისი - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ზუგდიდი - რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ამბროლაური - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი
აღნიშნული ორგანიზაციები აქტიურად არიან მუშაობის პროცესში ჩაბმულები. მათი დახმარებით ხდება საერთო სამუშაოში წვლილის შეტანა. ძდექ-ი, თავის მხრივ, ცდილობს, რომ ეკონომიურად გააძლიეროს ქსელის წევრები.