
სტრატეგიული სამოქმედო გეგმა
15 May 2015
ჩვენ გვჯერა, რომ:
- არავინ შეიძლება იყოს გულგრილი ოჯახში ძალადობის პრობლემის მიმართ;
- არ არსებობს პრობლემა, რომლის დაძლევა ერთობლივი ძალისხმევით შეუძლებელი იქნება;
- ჩვენი საქმიანობა საჭირო და მნიშვნელოვანია ქვეყანაში არაძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბებისათვის;
- ჩვენი საქმიანობით ვქმნით საფუძველს არსებობდეს მუდმივი რეაგირების შესაძლებლობა ოჯახში ძალადობის პრობლემის წინააღმდეგ;
- ჩვენი საქმიანობა აფართოვებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების შესაძლებლობებს;
- როგორც ორგანიზაციის გაძლიერება, ასევე მაღალი პროფესიონალიზმი და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ჩვენი საქმიანობის წარმატების საწინდრია;
ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს:
- ოჯახში ძალადობა დანაშაულია ადამიანის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე;
- ოჯახში ძალადობა სისტემური პრობლემაა, რომელიც აბრკოლებს საზოგადოების სრულფასოვან განვითარებას;
- ოჯახში ძალადობა ლახავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, აბრკოლებს დემოკრატიულ პროცესებში მათ ჩართულობას;
- ოჯახში ძალადობის დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოების ყველა წევრის ერთობლივი ძალისხმევით;
ორგანიზაციის ხედვაა:
ჰარმონიული ოჯახი - არაძალადობრივი საზოგადოების გარანტი.