ტრენინგი სოც. მუშაკებისა და პოლიციელებისთვის ქუთაისში

28 აპრილს ქუთაისში, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდის "სოხუმი" ოფისში პოლიცილებისათვის ჩატარდა ტრენინგი, რომელსაც შსს-ს აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი და ძდექ-ის რეგიონული კოორდინატორი ელისო ამირეჯიბი უძღვებოდნენ.

ვრცლად

შეხვედრა ლიტვის ელჩთან და მის მეუღლესთან

აპრილის თვეში ძდექ-ის აჭარის რეგიონული კომიტეტის წარმომადგენელი თიკო აბაშიძე შეხვდა ლიტვის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში - გიედრიუს პუოჯუნასსა და მის მეუღლეს - ივეტა გედვილაიტეს და გააცნო აჭარის რეგიონისთვის დამახასიათებელი ადგილობრივი გამოწვევები ოჯახში ძალადობის კუთხით. 

ვრცლად

შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან

25 აპრილს ნატო შავლაყაძე ესწრება საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე შეხვედრას, რომელიც იმართება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ბატონ ირაკლი კობახიძესთან.

ვრცლად

ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობი

2017 წლის აპრილში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აღნიშნავს ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავს.

 

ვრცლად

გამოფენა-გაყიდვა ბათუმში

20 აპრილს ბათუმის ბულვარში გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ბავშვები, რომლებმაც დედებთან ერთად გამოიარეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის თავშესაფარი. მათ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია გაიარეს ორგანიზაციაში "იალქანი", რომელიც ძდექ-ის წევრი და აჭარის რეგიონული წარმომადგენელია.

ვრცლად

ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედური ანგარიში

"დღეს ამ დარბაზში არის ნატო შავლაყაძე, რომელიც წლების განმავლობაში აკეთებდა და ახლაც აგრძელებს იმ საქმის კეთებას, რაც სახელმწიფოს უნდა ეკეთებინა.

მადლობა ნატოს ამ დიდი საქმისთვის." - სოფო ჯაფარიძე, 
პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში.

ვრცლად

"თემის კოორდინირებული რეაგირების ვორკშოპი (CCR)"

3-11 აპრილს, ამერიკაში, მინესოტას შტატში ორგანიზაცია Global Rights for Women-ის მოწვევითა და ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელთან (ძდექ) თანამშრომლობით ჩატარდა "თემის კოორდინირებული რეაგირების ვორკშოპი (CCR)", სადაც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სასამართლოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ძდექ-ის წარმომადგენლები.

ვრცლად

161-ე სკოლის მოსწავლეები ძდექ-ის თავშესაფარს ესტუმრნენ

7 აპრილს 161-ე სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა ძდექ-ის თავშესაფარში მცხოვრებ ბავშვებს ხარების დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

ძდექ-ი მადლობას უხდის კლასის დამრიგებელს - მაია მაჭავარიანს და ბავშვებს თანადგომისათვის.

ვრცლად

კრიზისული ცენტრი თელავში

ორგანიზაცია "სოფლის ქალები ადამიანის უფლებებისთვის", რომელიც ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის წევრია (თავმჯდომარე - თამილა ბაწაშვილი), ქალთა ფონდის საქართველოში მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "ერთად ძალადობის წინააღმდეგ". პროექტის ფარგლებში 2016 წელს თელავში გაიხსნა კრიზისული ცენტრი ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისათვის. 

ვრცლად

სტილისტობის კურსი

SOS ბავშვთა სოფელის ბენეფიციარმა გაიარა სტილისტობის კურსი და ესტუმრა ძდექ-ის თავშესაფარს, რათა სხვა ბენეფიციარებისთვის შეეთავაზებინა აღნიშნული მომსახურება. 

ვრცლად