სიუჟეტი მაესტროს ეთერში

"ეს არ არის მხოლოდ ერთი უწყების პრობლემა. პრობლემა არის სისტემური, იმიტომ, რომ როგორც პოლიციას უნდა ჰქონდეს ძალადობის ფაქტზე გამოძახებისას რისკის შეფასების უნარი, ასევე ადეკვატური და ეფექტური უნდა იყოს გამოძიება პროკურატურის მხრიდან და შესაბამისად, ადეკვატური უნდა იყოს განაჩენები, რომელიც დგება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი დაანშაულისათვის." - ელისო ამირეჯიბი, ძდექ-ის რეგიონული კოორდინატორი

ვრცლად

შეხვედრა ახალციხეში

2015 წლის 25 მაისს ახალციხეში საკრებულოს სხდომა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

ვრცლად

კვლევის პრეზენტაცია

ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის რეგიონულმა კოორდინატორმა, ელისო ამირეჯიბმა, რომელიც, ასევე, ევროსაბჭოს ექსპერტია, 13 მაისს კვლევის "სარეაბილიტაციო პროგრამების განსახორცილებელი გარემო საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში" პრეზენტაცია გააკეთა.

ვრცლად

გადაცემა ოჯახში ძალადობაზე

"2014 წლის საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გაიზარდა პედაგოგებისა და ექიმების პასუხისმგებლობა ოჯახში ძალადობის მიმართ, ანუ ასეთი ფაქტების გამოვლენისა და ამოცნობის შემთხვევაში მათ ექნებათ ვალდებულება, შეატყობინონ გარკვეულ უწყებას ამ ფაქტების არსებობის შესახებ. შემდგომ უკვე ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკის როლი, რომელიც დღესდღეობით არის ძალიან პასიურ მდგომარეობაში და იმედი გვაქვს, სამომავლოდ ისინი უფრო აქტიურად ჩაერთვებიან პრობლემის მოგვარებაში." – ნატო შავლაყაძე, ძდექ–ის თა

ვრცლად

უკანონო ადევნება ან თვალთვალი დასჯადი ხდება

ოჯახში ძალადობის გარდა არსებობს სხვა ფორმის ძალადობებიც, რომელსაც ქალები განიცდიან სამსახურში, ქუჩაში და ე.წ. თაყვანისმცემლებისაგან, რომელიც, რა საკვირველია, უნდა განიხილებოდეს, როგორც დანაშაული და სისხლის სამართლის კუთხით იყოს დასჯადი.

ვრცლად

მსხვერპლი ქალების დაცვის უდიდესი საჭიროება საქართველოში

ეს სახლი, შესაძლოა, საქართველოს დედაქალაქ თბილისში მსხვერპლი ქალების თავშესაფარი ყოფილიყო, თუმცა, არ არის. ნამდვილ თავშესაფარს ფოტოზე ვერ გაჩვენებთ, მაგრამ იქ ყოველთვის არიან თანამშრომლები, სახლის ფანჯარაზე გისოსებია და რკინის კარი აქვს. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ რამოდენიმე მოძალადემ  აღმოაჩინა მისი მდებარეობა, რადგან ის ქალაქის გარეუბანში მდებარეობს. 

ვრცლად

ვიზიტი ჰააგაში

2015 წლის 24–26 აპრილს ძდექ–ის PR მენეჯერი და ფანდრაიზერი ორგანიზაცია the Kvinna till Kvinna Foundation–ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „კუმშვადი სივრცე სამოქალაქო საზოგადოებისთვის – ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ ჰააგაში გაემგზავრა.

ვრცლად

კონფერენცია გენდერულ თანასწორობაზე

21 აპილს ძდექ-ის რეგიონული კოორდინატორი, ელისო ამირეჯიბი მონაწილეობდა სასტუმრო თბილისი რუმსის საკონფერენციო დარბაზში გამართულ კონფერენციაში თემაზე: „გენდერული თანასწორობა და არსებული გამოწვევები საქართველოში“.

ვრცლად

შეხვედრა მაღაროსკარში

მარტში, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის რეგიონული კოორდინატორი მონაწილეობდა მაღაროსკარში გამართულ შეხვედრაში.

 
ვრცლად

შეხვედრა სტამბულში

ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის წარმომადგენლები, ნატო შავლაყაძე და ნია კაშია, ორგანიზაცია The Kvinna till Kvinna Foundation-ის მხარდაჭერით, გაემგზავრნენ შეხვედრაზე სტამბულში.

ვრცლად