შეხვედრა თავშესაფარში

24 მაისს, საზოგადოებრივი თანასწორობის ცენტრის ერთ-ერთი პროექტის, "ერთი დღე საზოგადოებისთვის" ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის თავშესაფარში.

ვრცლად

ტრენინგი სოც. მუშაკებისა და პოლიციელებისთვის მცხეთაში

20 მაისს მცხეთაში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში სოციალური მომსახურების სააგენტოსა და პოლიციის თანამშრომლებისათვის ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც ნოდარ სააკაშვილი - სსიპ საქართველოს შსს-ს აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი და ეთერ ცხაკაია -სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი უძღვებოდნენ.

ვრცლად

ტრენინგი პოლიციელებისთვის გორში

19 მაისს გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პოლიცილებისათვის ჩატარდა ტრენინგი, რომელსაც ელისო ამირეჯიბი - ძდექ-ის რეგიონული კოორდინატორი და ნინო ჩიხლაძე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი უძღვებოდნენ.

ვრცლად

ციფრული უსაფრთხოების ვორკშოპი ქალთა ფონდისთვის

18-19 მაისს ქალთა ფონდის თანამშრომლები დესწრნენ ვორქშოპს ციფრულ უსაფრთხოებაში, რომელსაც ძდექ-ის წარმომადგენელი, სალომე ჩაგელიშვილი და დამოუიკიდებელი ტრენერი, სალომე მერკვილაძე უძღვებოდნენ.

ვრცლად

გადაცემა რემისია

"შემაკავებელი ორდერისგან ვითხოვთ, რომ მან ყველა სახის ძალადობა და დანაშაული გააჩეროს. ჩვენ გვავიწყდება, რომ შემაკავებელი ორდერი პრევენციული ღონისძიებაა, რომელიც მოძალადეს გარკვეული დროით საშუალებას აძლევს, გააცნობიეროს თავისი ძალადობრივი ქცევა..."- ელისო ამირეჯიბი, ძდექ-ის რეგიონული კოორდინატორი, გადაცემა რემისია.

ვრცლად

ჟურნალისტები გერმანიიდან

11 მაისს გერმანელმა ჟურნალისტებმა, ქრისტინა ჰელბერგმა და ლილით გრულმა ძდექ-ის თავმჯდომარე ჩაწერეს სიუჟეტისთვის ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თემაზე.

ვრცლად

ჟურნალისტებთან შეხვედრა

10 მაისს ძდექ-ს ორი გერმანელი ჟურნალისტი ქრისტინა ჰელბერგი და ლილით გრული ეწვია. ისინი საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე ამზადებენ სიუჟეტს. 

ვრცლად

ტრენინგი სოციალური მომსახურების სააგენტოსა და პოლიციის თანამშრომლებისათვის

4 მაისს თბილისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სოციალური მომსახურების სააგენტოსა და პოლიციის თანამშრომლებისათვის ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც მაკა ფერაძე - შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი და მარი წერეთელი - სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა - მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი უძღვებოდნენ.

ვრცლად

მილოცვა

ამერიკული ორგანიზაციის, The Advocates for Human Rights-ის 2017-2018 წლის ქალი ადამიანის უფლებათა სამართლის აკადემიაში 130 აპლიკანტიდან შეირჩა 18 მონაწილე 9 ქვეყნიდან, მათ შორის, ძდექ-ის რეგიონული კოორდინატორი - ელისო ამირეჯიბი. 

ვრცლად

ტრენინგი პოლიციელებისთვის ზესტაფონში

28 აპრილს ზესტაფონში, საკრებულოს შენობაში პოლიცილებისათვის ჩატარდა ტრენინგი, რომელსაც მაკა ფერაძე - შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი და მარი მესხი - დამოუკიდებელი ექსპერტი უძღვებოდნენ.

 

ვრცლად