
ვიზიტი რუმინეთში
12-14 ივნისს, რუმინეთში, ორგანიზაცია Global Rights for Women-ის მოწვევით ტარდება კონფერენციას „კანონების ამუშავება ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად“, სადაც მონაწილეობას იღებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სასამართლოს, იუსტიციის სამინისტროსა და ძდექ-ის წარმომადგენლები.

ტრენინგი პოლიციელებისთვის წალკაში
10 ივნისს, წალკაში, პოლიციელებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა და სამართლებრივი რეაგირების მექანიზმები", რომელსაც გია გოგიბერიძე - ძდექ-ის სამართლებრივი ექსპერტი და ელისო ამირეჯიბი - ძდექ-ის რეგიონული კოორდინატორი უძღვებოდნენ.

ფილმი "ფემიციდი"
"ეს იყო თანამედროვე "ნატვრის ხე", რომელსაც ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე შეეწირა, თუმცა სამწუხაროდ, დღემდე რეაგირება არ მომხდარა, დამნაშავეები არ დასჯილან" - ელისო ამირეჯიბი, ძდექ-ის რეგიონული კოორდინატორი
ნახეთ თამარ ურუშაძის ფილმი "ფემიციდი" იბერიის ეთერში, სადაც მოთხრობილია სამი შემზარავი ისტორია ქალთა მკვლელობების შესახებ.
სიუჟეტის სანახავად გადადით ბმულზე

პოლონეთის პირველი ლედი თავშესაფრის გახსნაზე
"მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩემი ქვეყნის, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, სხვა ქვეყნებთან ერთად მოვახერხეთ, რომ ეს შენობა გაგვერემონტებინა და აღგვეჭურვა. მინდა გახაროთ, რომ პოლონეთი ინტენსიურად აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და დასავლეთ საქართველოშიც გეგმავს მსგავსი ტიპის ცენტრის გახსნას." - პოლონეთის პირველი ლედი, ქალბატონი აგატა კორნჰაუსერ-დუდა

ახალი პროექტი ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით
ძალიან საინტერესო და საჭირო პროექტი ქალებისათვის. მადლობა ნიდერლანდების საელჩოს საქართველოში ნდობისა და მხარაჭერისათვის.

სტუმრად საზოგადოებრივ რადიოში
უსმინეთ ელისო ამირეჯიბს, ძდექ-ის რეგიონულ კოორდინატორსა და ნონა კენჭუაშვილი-სიხარულიძეს, "ღვთისშვილთა კავშირის" პრეზიდენტს საზოგადოებრივი რადიოს ეთერში (FM 102.4) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მდგომარეობის შესახებ საქართველოში
წამყვანი: გოგი ჩოკოშვილი

პრესკლუბი "კვირა" ახალ თავშესაფარზე
უსმინეთ ნატო შავლაყაძეს, ძდექ-ის თავმჯდომარეს პორტალ "კვირას" პრესკლუბში, სადაც ის საუბრობს ძდექ-ის მიერ გახსნილ ძალადობის მსხვერპლთა, დედათა და ბავშთა თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის შესახებ, ოჯახში ძალადობის გავრცელებასა და პრევენციული ღონისძიებების საჭიროებაზე.

ძდექ-ის ახალი თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის გახსნა
"დღეს [30 მაისს] ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა, პარტნიორებთან ერთად გახსნა თავშესაფარი/კრიზისული ცენტრი, რომელიც 20 ადგილიანია და ბენეფიციარები იმ სერვისებს მიიღებენ, რაც მათ რეაბილიტაციას შეუწყობს ხელს..." - ნატო შავლაყაძე, ძდექ-ის თავმჯდომარე

ვიზიტი ესპანეთში
23-28 მაისს ძდექ-ის თავმჯდომარე - ნატო შავლაყაძე და რეგიონული კოორდინატორი - ელისო ამირეჯიბი იმყოფებოდნენ მადრიდში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის სისტემის ესპანური მოდელის გასაცნობად.

სტუმრად რადიო თავისუფლებაში
რა გზები არსებობს საქართველოში, რომ მსხვერპლმა რეალურად დააღწიოს თავი ძალადობას, გათავისუფლდეს, გაძლიერდეს და შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება - ამ თემაზე ლაპარაკობენ გადაცემის სტუმრები: ჯანა ჯავახიშვილი - ფსიქოლოგი, ილიას უნივერსიტეტის ადიქტოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, და მანანა ფურცხვანიძე, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის წარმომადგენელი.