
სტუმრად რადიო თავისუფლებაში
„სტამბოლის კონვენციის“ მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოში გაძლიერდა დაცვის მექანიზმები იმ ქალებისთვის, რომლებიც ძალადობის სამიზნე ხდებიან ოჯახის სივრცის გარეთ. საკანონმდებლო ცვლილებები უკვე ამოქმედებულია და გვაქვს პირველი მაგალითებიც. გაფართოვდა დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების არეალიც და ის აღარ შეეხება მხოლოდ ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს. დაისჯება, მაგალითად, ადევნება, სექსუალური შევიწროება თუ გენიტალიების დასახიჩრება. გადაცემაში ვლაპარაკობთ საკანონმდებლო ცვლილ

ტრენინგი სოც. მუშაკებისა და პოლიციელებისთვის
8 ივლისს ბათუმში, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და პოლიციის თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე "ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები", რომელსაც ნოდარ სააკაშვილი - სსიპ საქართველოს შსს-ს აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი და მარი წერეთელი - სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა - მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი უძღვებოდნენ.

რადიო 1-ის გადაცემა ოჯახში ძალადობაზე
რა ამაგრებს და რა ამარცხებს ძალადობას ოჯახში?
უსმინეთ ძდექ-ის რეგიონულ კოორდინატორს, ელისო ამირეჯიბს რადიო 1-ის ეთერში: ბმული

ტრენინგი სოც. მუშაკებისა და პოლიციელებისთვის
პირველ ივლისს თბილისში სოციალური მომსახურების სააგენტოსა და პოლიციის თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე "ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები", რომელსაც მაკა ფერაძე - შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი და მარი წერეთელი - სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა - მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი უძღვებოდნენ.

ტრენინგი სოც. მუშაკებისა და პოლიციელებისთვის
29 ივნისს თბილისში, პოლიციელებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა და სამართლებრივი რეაგირების მექანიზმები", რომელსაც გია გოგიბერიძე - ძდექ-ის სამართლებრივი ექსპერტი და ნინო ჩიხლაძე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა წარმომადგენელი უძღვებოდნენ.
ტრენინგი სოც. მუშაკებისა და პოლიციელებისთვის
24 ივნისს რუსთავში, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და პოლიციის თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე "ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები", რომელსაც ნოდარ სააკაშვილი - სსიპ საქართველოს შსს-ს აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი და ეთერ ცხაკაია -სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი უძღვებოდნენ.

სასწავლო ვიზიტი ბულგარეთში
20-22 ივნისს ძდექ-ის წარმომადგენელი ნანა გელაშვილი იმყოფებასასწავლო ვიზიტზე ბულგარეთში, სოფიაში, ბულგარული გენდერის კვლევის ფონდისა და მოძალადეებთან მომუშავე ქსელის მოწვევით.
ვიზიტის მიზანია ბულგარეთის სისტემის გაცნობა ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის კუთხით.

ნეტგაზეთის ფოტორეპორტაჟი
"როგორ ცხოვრობენ ქალები თავშესაფარში" - ნეტგაზეთის ფოტორეპორტაჟის სანახავად გადადით ბმულზე

ტრენინგი პოლიციელებისა და სოც. მუშაკებისთვის თბილისში
17 ივნისს ყვარელში, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და პოლიციის თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე "ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები", რომელსაც ნოდარ სააკაშვილი - სსიპ საქართველოს შსს-ს აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი და ეთერ ცხაკაია -სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი უძღვებოდნენ.

ოფიციალური ვიზიტი ძდექ-ის თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში
15 ივნისს ძდექ-ის ძალადობის მსხვერპლთა, დედათა და ბავშვთა თავშესაფარს/კრიზისულ ცენტრს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრნენ იმ საელჩოებისა და უწყებების წარმომადგენლები, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით შენობის რეაბილიტაციასა და აღჭურვაში.