
21 June 2015
სერვისები
იურიდიულიკონსულტაცია
ფსიქოლოგის დახმარება
ძდექ-ის კრიზისული ცენტრი სთავაზობს კვალიფიციურ ფსიქოლოგიურ მომსახურებას ძალადობის მსხვერპლებს (ბავშვებს, მოზარდებსა და მათი ოჯახის წევრებს, ასევე ძალადობის მსხვერპლ ზრდასრულ პირებს).
მომსახურებაში შედის:
• ინდივიდულური კონსულტაცია
• ჯგუფური თერაპია
• სოციალური უნარების ტრენინგები
ორგანიზაციის ბაზაზე ფუნქციონირებს თვითდახმარების ჯგუფი, სადაც ჩართულები არიან ორგანიზაციის ბენეფიციარები.
სოციალური მუშაკის დახმარება
ძდექ-ის კრიზისულ ცენტრში მოსული ბენეფიციარი სოციალური მუშაკისგან იღებს ამომწურავ ინფორმაციას ოჯახში ძალადაობის მსხვერპლი ადამიანებისთვის განკუთვნილი სერვისების შესახებ.
თავშესაფრის მომსახურება
იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ხდება მისი თავშესაფარში განთავსება, სადაც იგი გადის შესაბამის ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას. თავშესაფარში განთავსებული ბენეფიციარისთვის ხდება მისი საჭიროებების შესაბამისი ღონისძიებების შეთავაზება, იქნება ეს დასაქმების ხელშეწყობა, თუ შუამავლის ფუნქციის შესრულება სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო უწყებებთან. ორგანიზაცია ხშირად ითავსებს მედიატორის როლს კრიზისულ ცენტრში მოსულ ბენეფიციარსა და მის ოჯახს შორის.
ცხელი ხაზი
ცხელი ხაზის დახმარებით მომმართველებს საშუალება ეძლევათ, დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ ორგანიზაციის სერვისების შესახებ და გაიარონ ანონიმური იურიდიული კონსულტაცია.
ძდექ-ის მიერ შემოთავაზებული ყველა სერვისი უფასო და ანონიმურია!