
ქ.ზესტაფონში პოლიციელებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა და ს
20 May 2018
18 მაისს, ქ.ზესტაფონში პოლიციელებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა და სამართლებრივი რეაგირების მექანიზმები",რომელსაც ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის სამართლებრივი საკითხების ექსპერტი, გია გოგიბერიძემ უძღვებოდა.
ტრენინგი განხორციელდა პროექტის „ქალთა და გოგონების მიმართ ძალადობის, განსაკუთრებით სექსუალური ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად ხელსაყრელი გარემოს შექმნა საქართველოში“, გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამის მხარდაჭერით, შვედეთის მთავრობის დაფინანსებით, ა/ო „ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან“ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით.