
პოლიციელებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა და სამართლებრივი
21 May 2018
19 მაისს, თბილისში, პოლიციელებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა და სამართლებრივი რეაგირების მექანიზმები",რომელსაც ნოდარ სააკაშვილი -სსიპ საქართველოს შსს-ს აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი და ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის სამართლებრივი საკითხების ექსპერტი, გია გოგიბერიძე უძღვებოდნენ.
ტრენინგი განხორციელდა პროექტის „ქალთა და გოგონების მიმართ ძალადობის, განსაკუთრებით სექსუალური ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად ხელსაყრელი გარემოს შექმნა საქართველოში“, გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამის მხარდაჭერით, შვედეთის მთავრობის დაფინანსებით, ა/ო „ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან“ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით.