
ძდექ-ის თავშესაფარში სტუმრობა
13 April 2018
13 აპრილს, საქართველოში ვიზიტით მყოფი შვედეთის პარლამენტის მესამე ვიცე-სპიკერი იზაბელ დინგიზიანსი, შვედეთის პარლამენტის საერთაშორისო მრჩეველი მარტინ ბრუკესი, შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი მოლი ლიენი და საერთაშორისო ორგანიზაცია “ქალები ქალებისათვის“ (KtK) რეგიონალური მენეჯერი ელისაბედ ბრანდბერგი ესტუმრნენ ძდექ-ის თავშესაფარს/კრიზისულ ცენტრს. სტუმრები გაეცნენ იქ არსებულ სერვისებს და ისაუბრეს მიღწევებზე და არსებულ გამოწვევებზე ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევის სფეროში.