
ძდექ-ის თავშესაფარში სტუმრობა
10 October 2017
9 ოქტომბერს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჯოანა ვრონეცკა და პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი ოფიციალურ პირებთან ერთად ძდექ-ის თავშესაფარს/კრიზისულ ცენტრს ეწვივნენ.
სტუმრებმა დაათვალიერეს თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის ინფრასტრუქტურა, რომლის შექმნაშიც დიდი წვლილი პოლონეთის დახმარების პროგრამას მიუძღვის და თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლო მიმართულებებზე ისაუბრეს.