
ტრენინგი სოც. მუშაკებისა და პოლიციელებისთვის
29 June 2017
29 ივნისს თბილისში, პოლიციელებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა და სამართლებრივი რეაგირების მექანიზმები", რომელსაც გია გოგიბერიძე - ძდექ-ის სამართლებრივი ექსპერტი და ნინო ჩიხლაძე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა წარმომადგენელი უძღვებოდნენ.
ტრენინგი განხორციელდა პროექტის „ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის, განსაკუთრებით სექსუალური ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად ხელსაყრელი გარემოს შექმნა საქართველოში“, გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამის მხარდაჭერით, შვედეთის მთავრობის დაფინანსებით, ა/ო „ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან“ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით.