ტრენინგი სოც. მუშაკებისა და პოლიციელებისთვის

01 July 2017

პირველ ივლისს თბილისში სოციალური მომსახურების სააგენტოსა და პოლიციის თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე "ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები", რომელსაც მაკა ფერაძე - შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი და მარი წერეთელი - სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა - მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი უძღვებოდნენ.

პროექტი „ოჯახში ძალადობის დასაძლევად საქართველოში“ ხორციელდება ესტონეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ა/ო „ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შსს-ს აკადემიასთან და სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით.