
ტრენინგი სოც. მუშაკებისა და პოლიციელებისთვის
08 July 2017
8 ივლისს ბათუმში, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და პოლიციის თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე "ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები", რომელსაც ნოდარ სააკაშვილი - სსიპ საქართველოს შსს-ს აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი და მარი წერეთელი - სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა - მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი უძღვებოდნენ.
პროექტი „ოჯახში ძალადობის დასაძლევად საქართველოში“ ხორციელდება ესტონეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ა/ო „ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შსს-ს აკადემიასთან და სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით.