ტრენინგი პოლიციელებისთვის წალკაში

10 June 2017

10 ივნისს, წალკაში, პოლიციელებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა და სამართლებრივი რეაგირების მექანიზმები", რომელსაც გია გოგიბერიძე - ძდექ-ის სამართლებრივი ექსპერტი და ელისო ამირეჯიბი - ძდექ-ის რეგიონული კოორდინატორი უძღვებოდნენ.

ტრენინგი განხორციელდა პროექტის „ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის, განსაკუთრებით სექსუალური ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად ხელსაყრელი გარემოს შექმნა საქართველოში“, გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამის მხარდაჭერით, შვედეთის მთავრობის დაფინანსებით, ა/ო „ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან“ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით.