ვიზიტი რუმინეთში

14 June 2017

12-14 ივნისს, რუმინეთში, ორგანიზაცია Global Rights for Women-ის მოწვევით ტარდება კონფერენციას „კანონების ამუშავება ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად“, სადაც მონაწილეობას იღებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სასამართლოს, იუსტიციის სამინისტროსა და ძდექ-ის წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანია, მონაწილეების შესაძლებლობების გაძლიერება ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ძალადობის შესახებ კანონების იმპლემენტაციის კუთხით.

კონფერენცია თანადაფინანსებულია ამერიკული ორგანიზაციის Global Rights for Women, შიდა-საპარლამენტო კავშირისა და Vital Voices-ს მიერ, მასპინძელია რუმინეთის პარლამენტი. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ დელეგაციები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.