ტრენინგი სოც. მუშაკებისა და პოლიციელებისთვის

24 June 2017

24 ივნისს რუსთავში, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და პოლიციის თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე "ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები", რომელსაც ნოდარ სააკაშვილი - სსიპ საქართველოს შსს-ს აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი და ეთერ ცხაკაია -სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი უძღვებოდნენ.

პროექტი „ოჯახში ძალადობის დასაძლევად საქართველოში“ ხორციელდება ესტონეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ა/ო „ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შსს-ს აკადემიასთან და სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით.