პოლონეთის პირველი ლედი თავშესაფრის გახსნაზე

02 June 2017

პოლონეთის პირველი ლედი, ქალბატონი აგატა კორნჰაუსერ-დუდა ძდექ-ის თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის გახსნის ცერემონიალზე -

"დღეს ქალბატონებს შეუძლიათ, რომ მოემზადონ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. ხოლო ბავშვებს აქვთ მშობლებთან ერთად მშვიდი ცხოვრების დაწყების შანსი. მინდა, ამ იდეისადმი ჩემი კეთილგანწყობა გამოვხატო, რომლის განსახორციელებლადაც არაერთი ქვეყანა ხართ ჩართული. მინდა, გამოვყო საქართველოს ურთიერთობა იაპონიასთან, ესტონეთთან, პოლონეთთან და ქალთა საერთაშორისო ასოციაციასთან.

მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩემი ქვეყნის, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, სხვა ქვეყნებთან ერთად მოვახერხეთ, რომ ეს შენობა გაგვერემონტებინა და აღგვეჭურვა. მინდა გახაროთ, რომ პოლონეთი ინტენსიურად აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და დასავლეთ საქართველოშიც გეგმავს მსგავსი ტიპის ცენტრის გახსნას.

მიმაჩნია, რომ სხვების დახმარება ჩვენი ამოცანა და ძალიან სასიამოვნო მოვალეობაა. ერთად უფრო მეტს შევძლებთ, ვიდრე ცალ-ცალკე!"