ვიზიტი ესპანეთში

28 May 2017

23-28 მაისს ძდექ-ის თავმჯდომარე - ნატო შავლაყაძე და რეგიონული კოორდინატორი - ელისო ამირეჯიბი იმყოფებოდნენ მადრიდში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის სისტემის ესპანური მოდელის გასაცნობად.

ვიზიტი ორგანიზებული იყო ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი / Innovations and Reforms Center-ს მიერ და მასში მონაწილეობდა საქართველოში ოჯახში ძალადობის თემაზე მომუშავე არასამთავრობო და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.