ტრენინგი სოციალური მომსახურების სააგენტოსა და პოლიციის თანამშრომლებისათვის

04 May 2017

4 მაისს თბილისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სოციალური მომსახურების სააგენტოსა და პოლიციის თანამშრომლებისათვის ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც მაკა ფერაძე - შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი და მარი წერეთელი - სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა - მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი უძღვებოდნენ.

თემა: ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები

პროექტი „ოჯახში ძალადობის დასაძლევად საქართველოში“ ხორციელდება ესტონეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ა/ო „ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შსს-ს აკადემიასთან და სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით.